***

 

რატომ აჭმევ ცხენს

ვიოლინოს!

იკივლა შაგალის დედამ

მაგრამ მან

მაინც გააგრძელა

ხატვა

და გაითქვა სახელი

და განაგრძო ცხენის ხატვა

პირში ვიოლინოთი

და როცა ტილო დაასრულა

ცხენს მოახტა

და ვიოლინოს ქნევით

გააჭენა

და

თაყვანისცა

პირველივე შიშველ ადამიანს,

რომელსაც გზაზე გადააწყდა

და

ვიოლინო გადასცა.

 

და ვიოლინოს არ ჰქონდა სიმები.

 

 

1 2 3 4 5