* * *

იმდენი ვიცხოვრე,

უფლება მაქვს ლამაზი ვიყო:

ჩემი კანი –

საფირონის ზედაპირი,

ტანის რბილი  ხვეულები,

ბამბასავით  ნაზი ბაგე,

და ღაწვებზე  ვარდის ფერფლი

მე თვითონვე მეუცხოება,

ვისაც მინდა იმას გავაბამ

ჩემი ვნების    აბლაბუდაში.

თუმცა   ყოველთვის,

როცა   მეტყვიან –

ლამაზი    ხარ –

თითქოს  იმ სახელს  მეძახიან,

რაც არ მქვია,

თითქოს  სხვისი კაბა მაცვია,

სხვა ქალის სურნელი მაქვს,

თითქოს ვღალატობ

საკუთარ  თავს,

– ღმერთსაც,

რადგან

იმად ვიქეცი,

რადაც არ ჩამიფიქრეს.

…………………………………

 

მითხარი

რომ ლამაზი ვარ.

 

 

 

1 2 3 4