სიეტლის ბაზარში

 

ზამთარში სიეტლის

ბაზარში

უოლტ უიტმენის მსგავსი

გაბურძგნულწვერიანი ვეება კაცი

ცივ წვიმაში ტალახში დგას

მოკანკალე ძაღლთან ერთად

და გულზე მუყაო ჰკიდია წარწერით:

 

მე სამოცდაათს გადავაბიჯე

ჩემს ძაღლს სამი ფეხი აქვს

არავის ვჭირდებით

 

გადაუღებლად წვიმს

მათ თუნუქის ჭიქა არ უდევთ წინ

 

 

 

A Coney Island of the Mind #20

 

 

რკინიგზის უკან  საკონდიტრო არის ადგილი

სადაც

პირველად შემიყვარდა

ირეალური

სექტემბრის მწუხრის ლამის პირქუში

მზის სხივებზე

აალდა კარამელი

დააბიჯებდა კატა დახლზე ძირტკბილას ჩხირებს

ნუგბარსა

და  “ოჰ ბოი“ რეზინებს შორის

 

გარეთ მომაკვდავი ფოთლები აფარფატდნენ

 

ქარმა მზე  სადღაც გააქროლა

 

შიგნით გოგონა შემოვარდა

წვიმიანი თმით

და ვიწრო ოთახში სუნთქვა შეეკრა

 

ფოთლები ცვიოდნენ გარეთ და

მოთქვამდნენ

ჯერ ადრეა! ჯერ ადრეა!

 

 

 

1 2 3