A Coney Island of the Mind  #11

 

დედამიწა  შესანიშნავი ადგილია

დასაბადებლად

თუ ეგუები რომ ბედნიერებას

ყოველთვის

მხიარულება არ მოაქვს

თუ ეგუები რომ

ზოგჯერ

ჯოჯოხეთის ცეცხლი მოგწვდება

სწორედ მაშინ როცა  მშვენიერია ცხოვრება

რადგან მუდმივად

არც სამოთხეში

ემღერებათ

 

დედამიწა  შესანიშნავი ადგილია

დასაბადებლად

თუ ეგუები რომ ხალხი მუდმივად

იხოცება

ან დროდადრო

შიმშილობს

რაც არც თუ ისე შემზარავია

როცა პირადად შენ არ გეხება

 

ოჰ დედამიწა შესანიშნავი ადგილია

დასაბადებლად

თუ ნამდვილად შეეგუები რომ

რამდენიმე უამრავი ფუტურო თავი

ზემოდან გადმოგხედავს

ან ხანდახან

ერთი ან ორი ბომბი

ცისკენ აპყრობილ სახეში ჩაგაშტერდება

თუ ეგუები ისეთ უხამსობას

როგორიცაა ჩვენი ბრენდული საზოგადოება

რომელიც თავის წარჩინებულ წევრებთან ერთად

მსხვერპლად ეწირება

გადაშენების გზაზე შემდგარ მათ წევრებს

და მათ ქურუმებს

და სხვა სამართალდამცველებს

და სხვადასხვა სეგრეგაციებს

და კონგრესის გამოძიებებს

და სხვა კონსიპაციებს

რომელსაც ჩვენი სულელი ხორცი

მემკვიდრეობის სახით მიიღებს

 

დიახ დედამიწა საუკეთესო ადგილია

მაგალითად იმისთვის

რომ  დადგა სასაცილო სცენა

და დადგა სასიყვარულო სცენა

და დადგა სევდიანი სცენა

და  აღტაცებისგან

იღიღინო

და ისეირნო

და გარემო ათვალიერო

და  ყვავილების სურნელება შეიგრძნო

და  ქანდაკებები იკვლიო

და კიდევაც  იფიქრო

და ადამიანებს აკოცო

და  ბავშვები  აკეთო და კაცობა ამტკიცო

ქუდი იქნიო და

იცეკვო

და  მდინარეებში შეცურო

ზაფხულის ხვატში

პიკნიკისთვის იპოვო მდელო

ზოგადად რომ ვთქვათ

ცხოვრებას გაუსინჯო  გემო

დიახ ასეა

თუმცა როგორც კი  ეშხში შეხვალ

მომღიმარი მეკუბოვე

თავს წამოგადგება

 

                   თარგმნა დალილა გოგიამ

 

1 2 3