შინაბერა

 

არავინ, არავინ, მოდის მახარობლად,

ზამთარი გადავიდა, აგერ გორავსა გორასა

ო, თავი.

არავინ, არავინ არ კვეთს ჰორიზონტებს

ცისა, ან ცხადის

თუნდაც რომ იყოს.

აღვსდგები, გადმოვალ ზღრუბლს,

თვალს მოვიჩრდილავ, და შორს….

არავინ, არავინ მიათრევს დროს ან/აც

უხსოვარ დროს,

არადა არა იყო და არა იყო, არადა,

რა?!

მივიხედე, მოვიხედე, გამო

ვიხედე,

შევაბერდით ერთმანეთსა მე და იესო.

არც შვილი არ გამომება ვაშლის ყვავილად,

არც ქმარი მყავს, დამაქვრივოს, ვიჯდე,

ვტიროდე,

ხან მე ვიყავი მოკლე, ხანაც კი თოკი დაგრძელდა,

ჰო, არა იყოსო, და მაინც,

ჩემი ღმერთი, ჩემი თავივე შემომაბერდა.

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,

რას ვმალავდი ზურგს უკან

ხელებში?! –

ორადორი, ნამდვილი სიყვარულის ნარჩენი,

სინჯარაში შენახული წმინდანის სისხლივით.

 

 

 

 

 

1 2 3 4