სახელდახელო

 

გაუჩენელის გამჩენო,

არ გავხდე სხვისი სარჩენი,

როგორ გაკადრო არ ვიცი,

ნასუფრალი და ნარჩენი.

იზრუნე ჩემი გულისთვის,

შემოსავალმა გასავალს,

გოჯით გაუსწროს მტკაველში,

ციდას თვალისთვის დასამალს.

მტერშიც ვარჩევდე მოყვარეს,

და მოყვარეში მტრულობას,

თანაბრად ვჭვრეტდე ორთავეს,

მიზიდულ-მოზიდულობას.

მოყვარეს შევხვდე მოყვრულად,

მტერს კუდით წავაშლევინო,

აქამდე რაც მომაყარა,

აზრებიც შევარჩევინო.

ურთიერთობის არმცოდნეს,

ქვაც უნდა გამოუზოგო,

გოჯის ფარგლებში დაგჯერდეს,

გაუთლელი და უზომო.

გოჯით მიუზღე სახსარი,

ციდა დაუდე გასავლად,

მტკაველს თუ გაუმკლავდება,

გადმომწვდეს ჭკუის სასწავლად.

იქამდე ჰყავდეს პროკრუსტეს,

ფუჭად გამგები ნათქვამის,

ჭინთვა-კრუნჩხვაში მოკრუხდეს,

ფქვილიც მთხოვოს და მარცვალიც.

 

 

1 2 3 4