ის, რაც გაბრწყინდა

იქნებ კიდეც სასაცილო ვარ,
როცა ჭის თავზე დავიხრები, შიგ ჩავიხედავ
და უფრო ღრმად რომ ვერ ვუწვდენ მზერას
წყლის მოლივლივე ზედაპირზე ვჭვრეტ ჩემსავე თავს.
თითქოს ღვთის ხატი ვყოფილიყავ ლაჟვარდოვანი,
ცარგვალის ფონზე ღრუბლებით და ყვავილებით შემოწერილი….
ერთხელაც ასე ჩავყურებდი წყლის სუფთა სარკეს
და ჩემი მკვეთრი ანარეკლის მიღმა შევიშნე
რაღაც ბლანტი და ბუნდოვანი, თვალშეუვლები….
ის ცახცახებდა ჭავლივით და მერე უეცრად
მზის სხივზე ასხლტდა ჭის სიღრმეში და გაიბრწყინა…
რა იყო ნეტავ? ჭეშმარიტება თუ თეთრი კენჭი?

 

 თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

1 2 3 4