ციცინათელები

მარადიულნი და საოცრად შორეულები
ეს ვარსკვლავები და მათივე ორეულები,
რომლებიც მიწას ანათებენ, ბაღებს ამკობენ…
და მათს სხივს თუმცა ვარსკვლავისას ვერც კი შევადრი
ციცინათელას, ისე, როგორც ვარსკვლავს შევნატრი
და ვთხოვ განგებას: „ორეულიც ჩვენთან ამყოფე“.

 

 

ქარი და ვარდი ფანჯრის რაფაზე

მეტრფენო, მოგიძღვნათ მინდა
ორი ფარღალალა ბწკარი,
ოთახში შენიშნა ქარმა
ვარდი. კაცი იყო ქარი.

ხოლო ქალი იყო ვარდი,
ამკობდა ოთახს და რაფას,
და ქარმა ფანჯრიდან ქალი
შენიშნა და გაქრა სწრაფად.

და ქვეყნად სულდგმული ყველა,
ზამთარში იძინებს რადგან,
მობრუნდა ეს ზამთრის ქარი,
ფანჯრის წინ უჩუმრად დადგა.

და მინებს ეკვროდა მწარედ,
ფანჯრებს ეხლებოდა მედგრად,
და როცა შეფხიზლდა ვარდი
ქარი კვლავ სარკმელთან შედგა.

ვარდს იქნებ თანხმობაც ეთქვა,
შეჰყროდა უკუნს და წყვდიადს,
დაეთმო კერა და კარი,
და ქარს გაჰყოლოდა წყვილად.

მაგრამ არ იცოდა ვარდმა,
ქარისთვის რა უნდა ეთქვა
და ქარიც წავიდა, გაქრა,
შეერთო წვიმას და სეტყვას.

1 2 3 4