მაწანწალები

 

ჩვენ სიზმრებიდან გამოვიხედეთ დედაჩემო,

მარად წარსულო დედაჩემო!

ვდგავართ ცხოვრების მაღალ მთაზე, როგორც ნისლები,

ქარი საითაც დაგვიბერავს, იმ გზას ვადგავართ,

სხვის ეზოებში ღამეებს ვათევთ,

სხვის შემოდგომას ვიფარებთ მუხლზე,

ცხოვრების მაღალ მთაზე მდგარი მაწანწალები.

 

შენ მარიამო, როცა ქრისტეს არწევდი მაშინ,

წარმოიდგენდი მის ობლობას, მის მარტოობას,

მის შიშველ ხელებს, ნაომარს ქარში,

ან მოშიმშილე პატარა ქრისტეს?

ხომ ყველაფარი კარგი გინდოდა მისთვის, მარიამ?

ვიცი , რომ ჯვარცმაც არ დაგიშვია არცერთი წამით,

უბრალოდ იღბალს გაეკიდე

და უკვდავება აგეკიდა,

ამიტომაც ხარ ჩემს ოთახში, ასე მორჩილად,

რომელიღაც ხატმწერის გემოვნებით შესრულებული

და მე არაფერს არ გაბრალებ,

არაფერს ვითხოვ, უპასუხო კითხვებით გავსებ.

ცა არის სავსე ვარსკვლავებით,

ვდგავარ ცხოვრების მაღალ მთაზე,

ქარი საითაც დამიბერავს, იმ გზას ვადგავარ.

დაიმახოვრეთ ეს სიმღერა, შიშით ნამღერი,

შიმშილზე უფრო სატკენია, გარეთ გაგდება,

ეს შემოდგომა მომაფარე, სხვა არაფერი,

სანამ მუხლებზე დავარდნილი სუსხი ადგება!

 

 

 

1 2 3 4