ღმერთმა ქნას ის, რაც ღმერთმა ქნა

 

როდის ჩავიხედეთ ერთმანეთის თვალებში?

როდის მოვწყდით ერთმანეთს?

როდის ამოვყავით თავი ერთმანეთის გულებში?

მიმეორებ, რომ ღმერთმა ქნას ჩვენი ერთად ყოფნა.

-ყოველივე, რაც ღმერთმა ქნა, მაცდუნებელია!

რა გვაქვს საერთო ერთმანეთთან,

როცა სხვადსახვა წარსული ვატარეთ

და არც კი გვიცდია ერთმანეთი?!

ყველაფერი ქარმა ჩაიდიანა, ქარმა, რომელმაც მოგახედა:

ქარიც ღმერთმა ქნა.

ახლა კი, როცა ძალიან გვიყვარს ერთმანთი,

იმდენად, რომ სიშიშვლის არ გვრცხვენია.

პირიქით, ვტკბებით და ვავსებთ სივრცეს ოთახისას,

რომელმაც ჩაგვაგუბა და ტბად გვაქცია

და რადგან ტბა ვართ, თავს გვარიდებენ,

ეს კი შესანიშნავია!

ჩვენ ვართ ქალაქში, სადაც გვატკბობს გარიყულობა,

რადგან თვალები არ გვამღვრევენ, სხვების თვალები.

ვიყოთ ასე, მარადიულ ტბის სიჩუმეში,

იფრინონ იხვებმა ჩვენს მხრებზე,

თევზებიც ჩაგვისახლდნენ, ქვეწარმავლებიც.

დაე, დუმფარებმაც ამოყონ თავი,

ოღონდ ღმერთმა ქნას, მზემ არ დაგვაშროს,

რადგან ღმერთმა ქნა ყოველივე…

 

 

1 2 3 4