ფინეთის ისტორია მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული საბჭოთა კავშირთან. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, საშინაო პოლიტიკის წარმოებაში მასზე საბჭოთა კავშირი მაინც დიდ გავლენას ახდენდა. კულტურულად და პოლიტიკურად, საბჭოთა კავშირთან უფრო მეტი რამ ქონდა ფინეთს საზიარო, ვიდრე დასავლეთთან. ფილმის გამოსვლის, 1987 წელს, ფინეთს პოლიტიკური კურსი ლიბერალური დემოკრატიაა, ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზეა მორგებული, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩამონგრევის პირასაა, საბჭოთა კავშირში უკვე სოციალისტური იდეოლოგიის ნასახიც აღარაა შემორჩენილი და რუსეთიწარმატებით ინტეგრირდება კაპიტალიზმში. ფინეთი, მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგება, ერმა უნდა გადაწყვიტოს სადაა მისი ადგილი და როგორი ღირებულებებია მისთვის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ კითხვების ირგვლივ იწყებს სიუჟტურ მოგზაურობას რეჟისორი და გზად ყველაფერს სატირისტულ პრიზმაში ატარებს.

სატირა და ზოგადად იუმორისტული სიმსუბუქე კვინტესენციურია კაურისმაკისთვის, რადგან მისი პერსონაჟები და გარემოებები, რომელსაც აღწერს, ყოველთვის უიღბლობას, წარუმატებლობას, გაჭირვებას, უიმედობას, ღირსების დაკარგვას ებრძვიან. როგორც თავად ამბობს, მისი გმირები ისინი არიან, ვისაც საზოგადოება წაგებულებად არეგისტრირებს. პირველ რიგში კი კაურისმაკის ეს დიქოტომია აღიზიანებს, წაგებულების და მოგებულების, წარუმატებლებისა და წარმატებულების, რასაც ნელიბერალური პოლიტიკა, კაპიტალისტური ეკონომიკა და ინდივიდუალისტური იდეები ნერგავენ, და რა კურსითაც მისი ქვეყანაც წარმატებით მიემართება.

ამერიკაში ჩასული ფილმის გმირები, არ კარგავენ ეროვნულ იდენტობას და კულტურულ მახასიათებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველაფერი ამერიკულ ყაიდაზე მორგებისკენ უბიძგებთ. იმისათვის, რომ უკეთესად გაიყიდონ, პოლკას და რუსულ ფოლკლორს როკ ენ როლის ჰანგებით ანაცვლებენ, სცენაზე მშობლიურ ბეწვიან მოსასხამებს და პალტოებს ძმები ბლუზების ესთეტიკაში გადაწყვეტილი კოსტუმებით ცვლიან, თუმცა სოლისტს მაინც საბჭოთა დროშა აცვია.

 

 

1 2 3