ფილმში ნაჩვენებ გარეუბნის სახლებს ღობეებიც კი ისეთი აქვთ, ამერიკული ოცნების აღწერისას რომ თვალწინ დაგიდგება, ქათქათა თეთრი, ყვავილებს ირგვლივ გარშემორტყმული, რომლის ახლომახლო  უმუშევარი და ღირსებააყრილი კაცები ცდილობენ, ვაჭრობით თავი გადაირჩინონ. გერმანელი ფილოსოფოსები მაქს ჰორკჰაიმერი და თეოდორ ადორნო თავიანთ თეზისში კულტურულ ინდუსტრიის შესახებ,  საუბრობენ იმაზე, თუ ტელევიზია და გასართობი მედია როგორ ახდენს თავისუფალი დროის უზურპირებას და თვითგანვითარების ნაცვლად  უმოქმედობისკენ გვიბიძგებს, გვაცლის შესაძლებლობას, გავერკვეთ საკუთარ თავებში და შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა. ადორნო წერდა, რომ კაპიტალიზმი გვთავაზობს ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება, ისევე როგორც ფილმის პერსონაჟი ვაჭარი, რომელიც კარდაკარ ცდილობს ან უსარგებლო ან საჭიროებისგან დაცლილი საგნები მიჰყიდოს ოჯახებს. ეს ყველაფერი ადორნომ დასავლეთ ევროპაში ოზუმ კი აღმოსავლეთ აზიაში გააცნობიერა და მსუბუქი იუმორით, პოეტურ ტონალობაში, საოცრი ხატოვანებით გადმოსცა სათქმელი. ერთი სიტყვით, თუ ამ შედევრის შესახებ მხოლოდ ახლაღა შეიტყვეთ, აუცილებლად გადადეთ საქმეები და ჩაუჯექით, წინ უდიდესი სიამოვნება გელით.

 

 

 

 

1 2 3