რო­გორც ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მათ შო­რის ჰო­ლი­ვუ­დიც სავ­სეა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და ამ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, ცივი ომის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე რუსი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ამე­რი­კულ კო­მერ­ცი­ულ ფილ­მებ­ში ძი­რი­თა­დად, უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბი არი­ან. ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა მა­ყუ­რებ­ლის­თვის უკვე წი­ნას­წარ მო­ნა­ხაზს ქმნის თუ რას უნდა ელო­დეს პერ­სო­ნა­ჟის­გან. რუსი გმი­რე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ტე­რო­რის­ტე­ბი, ქურ­დე­ბი, მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, მოკ­ლედ კრი­მი­ნალ­თან სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში მყო­ფი ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნი­ან თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს.

თუ მსგავ­სი სტე­რე­ო­ტი­პი პირ­და­პი­რი დაკ­ვე­თით იქ­მნე­ბა და მა­ყუ­რებ­ლის ცნო­ბი­ერ­ში ქმნის ერის მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბულ ხატს, არის სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბით, უვი­ცო­ბით, იუ­მო­რის­ტუ­ლი მე­დი­უ­მის შექ­მნი­სა და სხვა მრა­ვა­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ამ ას­პა­რეზ­ზე, რა­საც მხატ­ვრულ ფილ­მებ­ში ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის სტე­რე­ო­ტი­პად ქცე­ვა ჰქვია, სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ გა­მო­უც­დე­ლი მო­თა­მა­შეა. პირ­ვე­ლად ამე­რი­კულ მე­ინ­სტრიმ კინო პრო­დუქ­ტში ქარ­თულ­მა სა­ხელ­მა უტ­რი­რე­ბუ­ლად და საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­ურ ჭრილ­ში გა­იჟ­ღე­რა. საქ­მე ეხე­ბა უოლ­ტერ ჰი­ლის 80-ია­ნე­ბის ბო­ე­ვიკს “წი­თე­ლი სი­ცხე”, სა­დაც არ­ნოლდ შვარცნე­გე­რი საბ­ჭო­თა კე­თილ სა­მარ­თალ­დამ­ცავს თა­მა­შობ­და, ხოლო მისი მთა­ვა­რი მე­ტო­ქე ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ბა­რო­ნი ვიქ­ტორ როს­ტა­ვი­ლი იყო. არ ვიცი გა­მიზ­ნუ­ლად გა­და­ა­კე­თეს ფსევ­დო­ნი­მი რუს­თა­ვე­ლი თუ უბ­რა­ლოდ, ვერ წარ­მოთ­ქვამ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვე­რა­ვინ სწო­რად, მაგ­რამ პირ­ვე­ლად მსოფ­ლიო კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ ცუდი კონ­ტექ­სტით გახ­და ცნო­ბი­ლი.

2010 წელს გა­მო­ვი­და Undisputed 3, რო­მე­ლიც ორი არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და უხა­რის­ხო ექ­შენ დი­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბა გახ­ლდათ. ფილმში მოქ­მე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ცი­ხე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც არა­ლე­გა­ლუ­რი ბრძო­ლე­ბი იმარ­თე­ბა პა­ტიმ­რებს შო­რის. შე­სა­ბა­მი­სად სა­ხე­ზეა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა არც ისე შორ­საა რე­ა­ლო­ბის­გან, მაგ­რამ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ შე­ხე­დუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე კარ­გად ვერ მოქ­მე­დებს. ფილმში ჩნდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რეზო და გაგა, რომ­ლე­ბიც ბო­ლოს მთა­ვარ გმირს უღა­ლა­ტე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, არა მხო­ლოდ სის­ტე­მურ დო­ნე­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც კი ერთი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლიც კი არ არის და­დე­ბი­თად ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ალ­ფონ­სო კუ­რა­ო­ნის ბრწყინ­ვა­ლე პოსტ აპო­კა­ლიპ­ტურ ფილმში “კა­ცობ­რი­ო­ბის პირ­მ­შო” მშობ­ლი­უ­რი ენის გა­გო­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ შო­ბა­დო­ბის უნარ­შე­მორ­ჩე­ნილ ქალ­თან ერ­თად ეძებს თავ­შე­სა­ფარს. ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის დე­რეფ­ნებ­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლის სრუ­ლი პა­ლიტ­რაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მათ დახ­მა­რე­ბის ხელს გა­უწ­ვდის, ქარ­თვე­ლი მო­ხუ­ცი აღ­მოჩ­ნდე­ბა. ერთ-ერთი ეპი­ზო­დუ­რი გმი­რი, რო­მე­ლიც ტიტ­რებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც “ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი” კა­ცობ­რი­ო­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ის, ვი­საც არ და­უ­კარ­გავს ემ­პა­თია და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს სხვა­ზე ზრუნ­ვის ინ­სტინ­ქტი. ფილმში ამის აღ­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებს იწ­ვევს, მაგ­რამ ეს ხდე­ბა მხო­ლოდ ჩვენს სო­ცი­უმ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერც მიხ­ვდე­ბა, რო­მელ ეთ­ნი­კურ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა ზე­მოთ­ნახ­სე­ნე­ბი მო­ხუ­ცი და შე­სა­ბა­მი­სად ეს არც კი­ნოს­ტე­რე­ო­ტი­პე­ბის ნგრე­ვის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი არ იქ­ნე­ბა.

დე­ვიდ კრო­ნენ­ბერ­გის “აღ­მო­სავ­ლურ და­პი­რე­ბებ­ში”, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, არის სცე­ნა, სა­დაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ამე­რი­კა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რუსი (ვინ­სენ კა­სე­ლის შეს­რუ­ლე­ბით) სვამს ღვი­ნოს და სა­დღეგ­რძე­ლოს ამ­ბობს, სა­დაც იხ­სე­ნებს ძველ სიყ­ვა­რულს, ქარ­თველ გო­გოს, რო­მელ­თა­ნაც რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბი აკავ­ში­რებ­და. ეს ერ­თის მხრივ ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი და გაკ­ვრით ნათ­ქვა­მი ფრა­ზა კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს იმ ფუნ­და­მენტს, რო­მე­ლიც ვერა და ვერ და­ინ­გრა და რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან გა­ი­გი­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. კი, სა­სი­ა­მოვ­ნოა რო­დე­საც ბრწყინ­ვა­ლე კა­ნა­დე­ლი რე­ჟი­სო­რის სუ­რათ­ში არა­ნაკ­ლებ ბრწყინ­ვა­ლე ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი და­დე­ბით კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ებს შენს ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ ეს არის რუსი კრი­მი­ნა­ლის ნოს­ტალ­გი­უ­რი მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს არ აძ­ლევს არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რა არის სა­ქარ­თვე­ლო.

 

1 2