***

ნიჭიერია,  მაგრამ აშკარად გამოცდილება აკლია,  რის შეძენაც ძალიან გაუჭირდება,   რადგან არც პარტნიორები და არც მოწინააღმდეგეები არა ჰყავს ძლიერი…

 

***

ლექსებს ვწერ  –  რითიც დავიწყე, იმით ვამთავრებ…

 

***

დღეს უამრავი მწერლის სახელის მაძიებელი უცხოეთში დიდი ხნის წინ დავიწყებულ ექსპერიმენტს  –  მიბაძვას  ნოვატორობად  მიიჩნევს…

 

***

ავტორიტეტების დაცემაზე ყველა დიდ კულტურულ ქვეყანაში მოთქვამენ შემოქმედები.  ავტორიტეტი,  როგორც აუცილებელი შუქნიშანი მომავლის გზაზე…

 

***

თინამ  თქვა, სიზმარმა  მკვდარი  და ცოცხალი  არ  იცის, იქ  ყველა  ცოცხალიაო!..

 

***

ჩვენი ლტოლვა  ევროპისკენ, ფაქტობრივად  ერთადერთი  გზაა, სხვა არც გაგვაჩნია.  იმიტომ  კი არა,  რომ ეს პოლიტიკური არჩევანია თავის გადასარჩენად,  არამედ,  სხვა გზა არც გაგვაჩნია  –  ჩვენი ქვეყნისთვის ევროპა  მშობლიური,  ორგანული  სამყაროა,  რომლის წევრიც გაჩენის დღიდან იყო,  მაგრამ ისტორიული ბედუკუღმართობის  გამო,  ეს თითქოს  არც  ისე  ცხადად  ჩანდა, საგანგებოდ  მალავდნენ (თუნდაც რუსეთი) და  სხვათა  შორის, თავად ევროპაც ადრე არ იჩენდა განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ მიმართ ამ თვალსაზრისით, ამჟამად კი რუსეთის შიშით. რომელიმე აზიური სახელმწიფოს ევროკავშირში ლტოლვა პოლიტიკური ხასიათის მცდელობაა,  ჩვენი კი ბუნებრივი, რადგან თავადაც ევროპელები  ვართ.  ჩვენი ყოფა,  კულტურა  ამაზე  მეტყველებს, მაგრამ,  სამწუხაროდ,  ჩვენ ყოფასა და კულტურასაც დღეს ევროპა ნაკლებად იცნობს…

 

 

 

1 2 3