თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე (1931 – 2018) — ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. დაიბადა  ქალაქ სიღნაღში.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, შემდეგ კი – ასპირანტურა. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა. გამოცემული აქვს ლექსების არაერთი კრებული. მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად. მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების...

თამაზ ჭილაძე (1931 – 2018) — ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. დაიბადა  ქალაქ სიღნაღში.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, შემდეგ კი – ასპირანტურა. პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა. გამოცემული აქვს ლექსების არაერთი კრებული.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.

მისი პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით).

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის (1992), სახელმწიფო (1997) და რამდენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“.

1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა თამაზ ჭილაძე 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. იყო მწერალთა კავშირის  წევრი 1957-2018 წლებში.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები