შემდეგი

 

ღაწვებზე ალმურით, წელზე პირსახოცით

და ხელში საპნით რომ კარებთან ვიცდიდი,

ოცი წლის ვიყავი და კაცი ასოცი

ვიდექით მათ შემდეგ, ჩვენამდე ვინც იდგა.

 

შემდეგი!

 

ოცი წლის ვიყავი, უთქმელ-უბოდიშო,

და ვვაჟკაცდებოდი სამხედრო ბორდელში.

 

შემდეგი!

 

ამაოდ ვცდილობდი, იქ სითბო მეპოვა,

ღიმილი მეგემა ნაზი და ქალური…

არკოლე არ იყო ეს, არც ვატერლოო,

მხოლოდ – მიტოვებულ სკოლის სინანული.

 

შემდეგი!

 

ჯარი უძლურების პიკზე ადიოდა,

როდესაც ითმენდა მყვირალ ადიუტანტს:

 

“შემდეგი!”

 

და ეს ხმა, ვფიცავარ ჩემს პირველ სიფილისს,

დღესაც კი ჩამესმის წყევლად და შერისხვად,

ეს იყო ნივრის და სასმელის ზეფირი,

ეს სისხლის ხმა იყო, ეს იყო ერის ხმა!

 

შემდეგი!

 

მას შემდეგ, მგონია, ყოველი ლამაზი

ყურში ჩამჩურჩულებს იმავე გამაზე:

 

“შემდეგი!”

 

მძინარეს, მაბოდებს, რომ ყველა შემდეგმა

ხელი ხელს ჩავჭიდოთ და მტერიც შედრკება.

თუ მღვიძავს, ვფიქრობ, რომ წინ დგომაც ძნელია,

რადგანაც, ჩემ შემდეგ, შემდეგის ჯერია.

 

შემდეგი!

 

ერთხელაც, მოვიჭრი ფეხებს და სანაცვლოდ

აღარ აღმოვჩნდები არსად და არასდროს

 

შემდეგი.

 

 

1 2 3 4 5 6