***

ხან ვიკარგები არაფერში. არაფერია,

რაც ღიმილს შემხსნის და გაყინულ ცრემლებს გამილღვობს.

ვჩუმდები. ვკვდები. ვიბადები. და უთარიღო

ქვებს ვუსმენ. შენზე, შენს ყოფნაზე როგორ მღერიან.

როგორ კარგავენ ქვის სახეს და როგორ იმსხვრევენ

გულებს. რომ აღარ გავართულო, როგორ გიხსენებ…

 

 

 

***

აღარც დგომაა. აღარც სვლაა. აღარც ვარდნები.

ახლა რაღაცა ჩვენთვის უცნობ მდგომარეობას

ვეჩვევით. და დღე, რომელშიც არ შემიყვარდები

ახალი სუნთქვით, ახალი ხმით, როგორც ბზარიდან,

ისე  ჩამომცლის წვეთ-წვეთობით უიმედობა,

ჩემივე თავის უამრავი თანამგზავრი და

შველა ვიქნები და ჩემივე თავში შევტოპავ.

 

 

1 2 3 4