***

თითქმის არ დამრჩა არაფერი, რითაც უშენო

დღეებში ჩემს თავს ვუშველიდი, დავიმშვიდებდი.

ან რატომ ვთვლი, რომ უეჭველად უნდა ვუშველო,

უნდა ვიზრუნო მასზე, თვითონ მუდამ მწირავდა.

იმ სიმშვიდეებს, შენს თბილ  გულზე თავის მიდებით

რომ ვიგროვებდი, ახლა დროა ვუნაწილებდე

დღეებს, რომლებშიც არ იქნები. და შესაძლოა,

ამ სიცივეში მოვახერხო თავის დაძრომა.

 

***

დღეებს, რომლებშიც არ იქნები, არ ემუქრებათ

სიხარულები, უნებლიე ამჩატებები.

მივდივარ. იქნებ, ასეც ჯობდა და ხელუხლებლად

ვტოვებ ყველაფერს. არც ვაკლებდი, არც ვამეტებდი,

რასაც გიძღვნიდი, რასაც გწერდი, რასაც ვწირავდი,

მაგრამ ვიცი, რომ ვერ ჩაგტიე დაწერილიდან

დასაწერამდე.

 

 

 

1 2 3 4