***

წარმოიდგინე, თითქოს, გული არის ღრუბელი,

რომელიც იწოვს სუყველაფერს და იჟღინთება.

მე ვუფრთხილდები მას. ხანდახან სულსაც ვუბერავ

ჩვენ კარგად ვიცით მისი მოვლა. ჩვენ – თაღლითებმა.

გვაქვს საიდუმლო დუმილებიც და საუბრებიც.

 

ღრუბელი არის გული. და რომ მოვიღრუბლები,

ვგრძნობ შიგნით რაღაც მზის მაგვარი როგორ ინთება.

 

***

შემდეგი დღე კი, რა ვიცოდი, რას მიმზადებდა…

ცხადად ვიხილე აქყოფნისთვის ის სიცოტავე,

რომელიც ჩემში დაბადების დღიდან იზრდება.

შენც შენი მოსვლით კიდევ უფრო  გამიზარდე და,

 

ახლა არ ვიცი, ეს ხელები სად შესცოდავენ,

სად მოყვებიან სისუსტეებს, შენგან შერჩენილს.

სანამ ბოლომდე გაგიშვებ და გადაგეჩვევი.

 

1 2 3 4