მერე ნატალია ჩაიხუტა და დაამატა:

  • ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ამას ვერ წაგვართმევს გამჩენიც კი! – რაღაცნაირი კეთილი სიცილით ჩაიცინა მასწავლებელმა და თვალი ჩამიკრა; თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ჩამიკრა, მაგრამ ისე გადმომხედა და მომიხმო, რომ მეგონა “ჩამიკრა – ჩამიპაჭუნა”. ძალიან მომწონდა მასთან ჩახუტება. ძალიან თბილი და სურნელოვანი იყო. როგორც კი მივადებდი ლოყაზე ლოყას. ყოველჯერზე თავი მიბრუოდა და თვალებს ვხუჭავდი. დედის და ბებიის ჩახუტებას არ გავდა, მაგრამ მასში იყო რაღაც უსაზღვრო, ახლობელი, ნაცნობი და ამსთანავე უცნაური, მიმზიდველი და აუხსნელი. მისი სურნელი მჟღინთავდა და ყოველთვის თან მდევდა.
  • რა იყო ბიჭო, კიდევ იკოტრიალე, ხომ მასწავლებლის მკლავებში! რა კაი მასწავლებელი გყავს! – ღიმილით აღნიშნავდა ბაბუაჩემი და ცხვირში ჩამიწკიპურტებდა კიდეც, – მალადეც შენ! გეკუთვნის პრეზენტი!

ამის მერე აუცილებლად დგემოდა ვაფლის ნაყინის დრო. ვიყავი უსაზღვროდ ბედნიერი. მოკლედ მასწვლებლის ყოველი მოფერება ჩემი სიგემრიელის დღე იყო. წელიწადის დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ზამთარი, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი – “მასწაებლის სურნელი”, ცხვირში წკიპურტი და ვაფლის ნაყინი.

  • ესე იგი თქვენც პედერასტი ხართ? – აღფრთოვანებით ვკითხე, მკლავებში განაბულმა მასწავლებელს.
  • ვინ ვარ? – გაფითრდა ქალი.
  • პედერატი? პედერასტები, ხომ კაცებს ჭამენ! – დავუზუსტე მე.
  • ხოო!პედერასტები, კაცებს ჭამენ! – კვერი დამიკრა ნატალიამ.
  • ეგ ვინ გითხრათ?

ჩვენ კუთხეში მდგარ მიშიკოსკენ გავიხედეთ. მიშიკომ იგრძნო ჩვენი მზერა, გამოგვხედა და ენა გამოგვიყო.

  • ამოგაძრობ მაგ ენას! – დაუცაცხანა მასწავლებელმა და ჩვენ გადმოგვხედა, – აქ იდექით და ფეხი არ გადადგათ. ახლავე მოვალ.

თქვა მან და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ცოტა ხანში, მე, ნატალია და მიშიკო ბაღის გამგის ოთახში ვიჯექით და ვცდილობდით სანთლის ვაშლის და მსხალის დახატვას. პარალელურად ჩასუქებული, ხანშისესული ქალბატონი, რომელიც დინჯად გადადგილდებოდა ჩვენი მაგიდიდან თავისი სავარძლის მიმართლებით ცდილობდა მოხმდარში გარკვეულიყო. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევით, დასამალი არაფერი გვქონდა. ნატალიამ ისიც აღნიშნა, რომ მამამისს “პედერასტი” ერთმა მეზობელმა დაუძახა, რაზეც მამამის გაუცინია და უთქვამს:

  • ისეთი კატეგორიის ადამიანი ხართ, რომ თქვენი პირიდან ამოსული ეგ სიტყვები უფრო საქებარია ვიდრე შეურაცხყოფაო! მერე ნატალია მანქანაში ჩაუსვამს და უთხოვია ბავშვისთვის თვალები დაეხუჭა. მიბრუნებია იმ კაცს და დაუმატებია, “ბავშვი თანდასწრებით, რომ მითხარით, იძულებული ვარ ეს გავაკეთო, თორემ თქვენზე ხელის გასვრაც არ მინდაო” და ისეთი უგლეჯია იმ ტიპისთვის, რომ ის უბედური ეგრევე უგონოდ გაშხლართულა მიწაზე! ნატალია აღმერთებდა მამამისს. მე ვაღმერთებდი ნატალიას, ჩემს მეგობარს. ჰოდა, ვინ იტყოდა ასეთ საქებარ სიტყუაზე, როგორიც “პედერასტია” უარს? ჩვენ ხომ არ ვიცოდით სინამდვილეში ეს რა იყო, რას ნიშნავდა და რა ხდებოდა. ჩვენ ბედნიერი ბავშვები ვიყავით.

მიუხედავად მასწვლებლის სურნელით გაჟღენტილობისა, ბაბუას იმ დღეს არ უყიდია ჩემთვის ვაფლის ნაყინი.

“-ჰოდა, მოდი,მეგობარ, ბავშვობას გაუმარჯოს, სადაც ყველაფერი კარგია. ცუდიც კი.”

 

 

 

 

1 2 3