ჩემო მეგობარო

“- ჩემო ძვირფასო ბავშვობის მეგობარო! ადამიანობის ხვედრი ადვილი არ არის: ადრეული წლებიდან მუდმივად უნდა ისწავლო ყოველდღიური სიბრძნე, რომელიც ღმერთმა ქნას გამოგადგება ზრდასრულ ასაკში. ოჰმაგრამ რატომ ვლაპარაკობ ასეთ რამეებზე! ადამიანს არაფერი აქვს დასაძრახი. სინამდვილეში, ადამიანი იყო, მშვენიერია, რადგან მას აქვს დანათლებული უდიდესი მადლი, საჩუქარი! პატიება და სიყვარული! მას უნდა უყვარდეს მთელი გულით და რაც არ უნდა იყოს, ბევრი და ბევრს აპატიოს; ხშირად ამით სარგებლობენ ზოგიერთები და იწყებენ ბოროტად ამ მადლის, ამ ნიჭის გამოყენებას; ადამიანობისადმი უსაზღვრო კეთილგანწყობა ამ დროს იბილწებაბავშვობა, თითოეული ჩვენგანის ოქროს დრო; ბავშვობა არის ხალისის, ცელქობის დროუდარდელი დრო გაფრინდება მყისიერად, მეხსიერებაში, დაგვიტოვებს მხოლოდ მზის შუქსბავშვები არიან ისინი, ვინც ჩვენს თვალს ახარებენ. გაივლის ცოტა დრო და მათი ბავშვობაც წავა; ჩვენც წავალთ. ისინი დაიკავებემ ჩვენს ადგილებს, მათ ადგილს კი დაიკავებდნენ მათი ბავშვები და ასე იქნება მარად და მარად

 

 

პირველი პედერასტი, რომელიც ცხოვრებაში შემხვდა, იყო ჩემი ტოლი. ჩემსავით გადარეული, მოუსვენარი, გიჟი, ხუჭუჭა, მზისფერი თმით, ლაჟვარდისფერი თვალებითა და წვინტლებიანი ცხვირით.

“მენრილ მორნო. ლემრინ ომრნო. მერნილ რომნო. ელრინმ ნორომ. ნემლირ ნომრო” – ასე ეძახოდნენ უფროსები; ყოველ შემთხვეაში ჩვენ ასე გვესმოდა და ასე ვიმეორებდით იმ ზედმეტსახელს, რაც მას შეარქვეს.

  • ოო, ჩვენი კინოვარსკვლავიც მოვიდა?! – ასე, აღფრთოვანებული შეძახილებითა და ხელგაშლილები ხვდებოდნენ მის გამოჩენას და ყველა კოცნიდა. დამლაგებელიც კი. მე მხოლოდ მაშინ ვკოცნიდი, როცა ვთამაშობდით დედა – შვოლობანას, ან ცოლ-ქმრობანას. ამ მეორეს თამაშის დროს ყოველთვის მწკბენდა და ან სახეში მირტყამდა ხელს. მთელი ძალით არა. მისგან დადგენილი თამაშის წესები მოითხოვდნენ ამას, როცა ქმარი კოცნის ცოლს, ცოლმა აუცილებლად უნდა ატკინოს რაიმე.
  • რატომ უნდა მაინცდამაინც ატკინოს? ხომ შეიძლება მანაც აკოცოს? – მიკვირდა, ვბრაზობდი და მტკიოდა კიდეც.
  • ეგ კინოშია მარტო,სინამდვილეში კი არ შეიძლება.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ცოლის უნდა ეშინოდეს, სხვასთან რომ არ გაიქცეს.
  • სხვა ვინ არის?

ამ კითხვაზე მხრებს იჩეჩავდა და იდულებით მოცულ პასუხს მცემდა:

  • რაღაც-ვიღაც.

მოკლედ ძალიან უცნაური ცოლ-ქმრული თამაში გვქონდა, რომელიც სულ არ გავდა ჩემების ცხოვრება – ერთიერთობას.

  • დღეიდან მე ვიქნები პედერლასტი! – გამომიცხადა მან და თვალი თვალში გამიყარა.
  • რატომ? – მოულოდნელობისაგან წამოვდექი და გალეულ ბეჭებზე ხელები დავადე.
  • მამაჩემია პედეღასტი და მეც მინდა ვიყო პედერლასტი! – ამაყად გამომიცხადა მან და ფერად – ფერადი კუბიკებით აგებულ სახლს ფეხი გაჰკრა. ლამის ჩემს სიმაღლე სახლი დაინგრა.
  • რაკი პედერასტი ხარ, ბაღში აღარ მოხვალ? – ლამის ტირილით ვკითხე. საპასუხოდ მხრები აიჩეჩა და ხელი მკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ “ გეყო, ჩვენს შორის ყველაფერი ძველებურად იქნება”. გამიხარდა და ადგილზე ხტუნაობა დავიწყე.
  • მყავს მეგობარი პედეღასტი! მყავს მეგობარი პედეღასტი! მყავს მეგობარი – ვიყო პედერლასტი!

მან ჯერ გადაიხარხარა, “ნუკაბაძის” მგელივით და მერე ამყვა. ასე ხტუნვა ხტუნვით შემოვუარეთ მთელ ოთახს, ავანგრიეთ და დავანგრიეთ ხისა და პლასტმასის კუბიკებით უამრავი აშენებული სახლი, გზა, ეზო. თუმცა ჯგუფელები არ აღშფოთებულან, ისინი ჯერ უნდოდ გვიცქერდნენ, მერე ინტერესით და ბოლოს თვითონაც ასკინკილათი აგვედევდნენ. მოკლედ იყო ერთი ხორხოცი, კისკისი და გნიასი.

ამ ჩემს მეგობარს ყველაფერი ისეთივე ჰქონდა, როგორ მე და ბევრ ჩვენნაირს, მესამე “გ” ჯგუფში. თუმცა, ერთი რამით მაინც გავსხვავდებოდა ჩვენგან. ის  უცნაურად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმით, ანუ რის ვაივაგლახით წარმოსთქვამდა ასო-ბგერა “რ”-ს.

  • “რაკრაკა რუსთან რუხი რგოლის რაინდმა რეხვა რუსს რკინის რქაში” – ამ ჩემი (უფრო სწორად კი პაპაჩემის) გამოგონილი ენისგასატეხის გაგონებაზე ეგრევე იწყებდა ტირილს, როცა ვეკითხებოდი:
  • “რა გატირებს?”

მპასუხობდა:

-“რკინის რქიანი მეცოდებაო”.

– შე ბოთე, რკინის რქიანს რა ჭირს შესაცოდებელითქო? – მეცინებოდა.

– როგორ თუ რა დებილოო! ჯერ ერთი რქა აქვს, ისიც რკინის და პირდაპირ იმაში ურტყამენო!

– “რქაში ურტყამენ და არა თავში მეთქი”.

– რქა თუ იცი რა არისო? – მკითხა.

– რქა? მოღუნული ძვალია თქო.

– რატომ ამოდის თავზეო? – არ შემეშვა.

– იმიტომ, რომ თავი მისი დედაა თქო.

– ჰოდა, როცა დედის თვალწინ შვილს ურტყამენ ცუდი არ არისო?

– ჰოო, მაგრამ ეს ხომ ენის გასატეხია თქო!

– ბოროტი ენის გასატეხიაო! იცოდე, რამდენჯერაც იტყვი იმდენჯერ ვიტირებო, იმიტომ, რომ გულნატკენ დედაზე ვიფიქრებო!

– როგორც გინდა მეთქი!.. მაგრამ იცოდე, მე თუ უნდა შევასრულო რაც შენ გინდა, მაშინ მეც გეტყვი შენ რა უნდა შეასრულო მეთქი.

– კარგიო, მითხარიო! – ამოისუნთქა და თვალი თვალში გამიყარა.

ვერაფერი მოვიფიქრე. ასე მემართება ხოლმე, როცა რაღაც მინდა, მაგრამ არ ვიცი რა, მაგრამ ვიცი, რომ კარგია, თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამიტომ ვიბნევი და აღარაფერ მინდება, ამ დროს შეიძლება მეც ავტირდე. ეს, რომ არ მოხდეს, იქვე ვჯდები, თავს მუხლებში ჩავრგავ და თვალებს ვხუჭავ. ვითომ მძინავს. მეტი დამაჯერობლობისთვის, ზოგჯერ ხვრინვასაც კი ვიწყებ; მან ეს იცოდა და ამიტომ თავი დამანება; არ დამელოდა. არ მოინდომა ჩემი სურვილის გაგონება. მეწყინა, მაგრამ არაფერი ვუთხარი.

 

 

 

1 2 3