***

 

დამშვიდდი.

აგებს ტივს ვიღაც ოდისევსი . ეთიოპიას

გამგზავრებულა გულპირუტყვი პოსეიდონი.

დამშვიდდი მეთქი. შენს ურჩხულებს უმღერე „ნანა“.

ძილი ისედაც დაიგვიანე.

სექსტონი.

სარა.

გიბრძანებ, კმარა !

ჰიუზი თუ პლათი?

ერთი მაგათი !

ვმსჯელობ და ბალიშს ცივი მხრიდან ცხელ სახეს ვადებ,

ვისვრი ჭაობში ბაყაყების დასაჭერ ბადეს

და ბაყაყებში, იქნებ, პრინცი ერიოს,

იქნებ!

იცოდე, სევდა არ მოგერიოს,

ვტუქსავ თავს , თითის ნაცვლად ყვითელ ქაღალდებს ვიქნევ.

იწყება ისევ…

თუ კითხულობ ანტიკურ მითებს?

თუ სწავლობ ფოლკლორს?

ბოდიში, როგორ?

თუ შეისწავლე კეისენის ანატომია?

ეს რა კითხვაა? სითავხედე.

ან რა ტონია?

ჰეგელი? პრუსტი?

დოსტოევსკი? გარსია ლორკა?

მინდა, რომ მოგკლა!

მინდა, რომ მოგკლა!

მინდა, რომ მოგკლა!

თუ ბალახობენ მთათა ძირში თეთრყურა თხები?

ნუ ეძებ მშველელს, ნურც მეგობრებს !

მხოლოდ ვირთხები

რჩებიან ხოლმე მიტოვებულ სახლებში, იცი…

ზღაპრებში მგლებმა თუ შეჭამეს დედის წინ კვიცი?

მიმდინარეობს ამ საკითხზე ფიქრი და დავა.

ძილო, ამ ერთხელ გამიროზგე, გეთაყვა, გავა…

თორემ ეს ღამეც ფუჭ ფიქრებში უმალვე გავა…

დამშვიდდი.

პრუსტი?

ენსექსტონი?

გარსია ლორკა?

მინდა, რომ მოგკლა.

 

 

***

 

ამ კუნძულივით მოწყვეტილ სახლს გადამაშორე.

მგლების ყმუილს და ძროხების ბღავილს.

როცა ფანჯრებთან მოწრიალებს საღამო ავი

და ყვითელ ფოთლებს ქარი ფანტავს – ნაფტალინის მტვერს…

გამახსენე, რომ მეც ვვარგივარ

რომ მეც ვარსებობ და მეც ვარ ქალი,

რომელიც იქნებ, ბავშვიც კია…

გადამაწვინე შენს გულმკერდზე ისე სიფრთხილით,

თითქოს ანტიკვარ ფაიფურის ჭიქებს და თეფშებს

აწყობ სუფრაზე…

თმებზე ხელი გადამატარე, კისერთან სუნთქვა შემაფრქვიე…

მიამბე რამე …

რამე ისეთი, სხეულს მიღმა გაუზრდელ წლებს და

მომტვრეულ ფრთებს რომ მიმოარხევს…

ჩამომაცილე ყველა მკვდარი, რომ ვერ დავმარხე,

რომ ვერ ვუმტყუნე, ვეკუბოვე…

მიამბე რამე ზღაპრის მსგავსი…

იყავი მამა …

შემავსე დ აშენს სავსე ფეხებქვეშ გამომატარე…

გამომზარდე და მიპატრონე…

შემომაბრუნე საწყისისკენ, რომ შენს თვალწინ ვიქცე მაცდურად, ვნებიანად, მიმზიდველ ქალად,

რომელსაც ისე უთამაშებს წელი და გავა,

რომ რომელიმე იშიყს გაგონებს…

რომელსაც მზერას აარიდებ,

რომელიც მუხლებზე ჩამოგიჯდება , მოგეტმასნება…

ლოყები წითლად შეეფაკლება და შენს შარვალში ჩააცურებს პატარათითებს,

რომელიც ახლა დაისწავლის, რომ ყველა კაცი

თავზე ხელს კი არ გადაუსმევს, რომელიც უსმენს,

მისი მკერდისკენ, მობურცული ძუძუსთავისკენ და საჯდომისკენ გააქანებს მდუმარე ტუჩებს…

რომ ვიღაცფეხებს გადაუშლის – დამტვრეულ ფარგალს…

რომ ვიღაც ახდის სიქალწულეს..

რომყველა კაცი მამას კი არ ჰგავს,

ზოგი კაცი კაცია მხოლოდ.

იყავი მამა.

დიდთ აცხოვრებას მაზიარე.

მიამბე რამე სიზმრისმაგვარი…

მიამბე რამე ვნებიანი, რომ მთელისევდა, სანუგეშებლად ამოვაფრქვიო ვიწრო ხვრელიდან ,

როგორც ვეშაპმა წყლის ჩანჩქერი,

რომ ჩემი გული – სისხლით სავსე ცისფერ გული

შენს არც თუ ისე ხშირი ხეები დაფარულ მუცელს

ბროწეულივით დავახეთქო..

მიამბე რამე არაბავშვური, ოღონდ რამე თქვი,

სულერთია რა ზღაპარს იტყვი …

იყავი მამა…

ჩემს მოკუმულ ტუჩებზე სიტყვა

ჩამოაჯინე პეპელასავით..

რომ მეც ველავდე შენს მკლავებში და ისე ვთრთოდე,

თითქოს ენძელას დაეფინა კისერზე თოვლი.

იყავიკაცი, იყავიმამა,

რომელიც თავზე ხელს გადამისმევს ….

 

 

 

 

1 2 3