სამეცნიერო ფანტასტიკა თანამედროვე კინემატოგრაფში საკმაოდ პრობლემურ ჟანრად ჩამოყალიბდა, რადგან სულ უფრო იკლო ამ მიმართულებით ორიგინალური ნამუშევრების რიცხვმა. დიდწილად ეს პირდაპირკავშირშია იმასთან, რომ ფანტასტიკური ჟანრის კინოს ძირითადად მსხვილი ბიუჯეტი ჭირდება, დიდი სტუდიებისთის კი მაღალბიუჯეტიანი კაპიტალის ინვესტირება ძირითადად პოპულარული კომიქსების თუ რომანების ადაპტაციებში ხდება, რადგან ასეთი პირველწყაროს არსბეობა, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ გაყიდვადია და მაღალი პოტენციალი აქვს მასში ჩადებული ფინანსური რესურსი ერთი-ორად დაუბრუნოს სტუდიას, კომფორტული და კომერციულად გამართლებული სხვლაა. შედეგად სულ უფრო იკლებს შთამბეჭდავი და ახალი იდეებით შექმნილი სამეცნიერო ფანტასტიკის წარმომადგენელი სურათები. მაგრამ რასაკვირველია, იშვიათ შემთხვევაში არსებობს განსაკუთრებული გამონაკლისები. წარმოგიდგენთ ხუთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს, რომლებიც კონკრეტულად ამ ათწლეულში, 2010 წლიდან დღემდე გამოვიდა ეკრანებზე და რომლის ნახვაც, როგორც ამ ჟანრის მოყვარულებისთვის, ისე ნებისმიერი ტიპის კინოეენთუზიასტებისთვის, განსაკუთრებული სინეფილური სიამოვნება იქნება.

მეხუთე ადგილზეა ბონ ჯუნ ჰოს „თოვლისმჭრელი“ / Snowpiercer


“თოვლისმჭრელი” პოსტაპოკალიპტური სატირაა. არც თუ ისე შორეულ მომავალში კლიმატის ცვლილებები პლანეტის გამყინვარებას გამოიწვევს და დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი ხდება. გადარჩენილები მუდმივმოძრავ მატარებელში არიან თავმოყრილი, სადაც თთოეული ვაგონი კლასობრივი კუთვნილების მიხედვითაა დაყოფილი. საბოლოოდ ფილმი კლასობრივი ბრძოლის და პროლეტარული რევოლუციის ილუსტრაციად გადაიქცევა, სანახაობრივი ექშენით და ძალიან ბევრი იუმორისტული ეპიზოდით.

მეოთხე ადგილზეა ჯეფ ნიკოლსის ფილმი სახელწოდებით “შუაღამის გამოშვება” / Midnight Special


ნიკოლსს ალეგორიული თხრობის აპარატი სამკაოდ მყარი და ხატოვანი აქვს. ამ ფილმშიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრული ელემენტები მისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც პირად, ინტიმურ ისტორიას ყვება. ფილმში სუპერშესაძლებლობები, უცხოპლანეტური რასა და მთელი ახალი სამყარო იკვეთება დედამიწასთან, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ იქამდე დაიყვანება, რომ რეჟისორის, როგორც მშობლის შიშები და მღელვარება გადმოსცეს, რომელიც თანამედროვე სამყაროში შვილის მოვლენის შედეგად იჩენს თავს.

 

 

 

1 2 3