და პირველ ადგილზე უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ტიტული გადაეცემა დენი ვილნევის ფილმს „ჩამოსვლა“ /Arrival

“ჩამოსვლა” არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც ყველაზე მჭიდროდ სოციალურ რეალობასთანაა დაკავშირებული. ფანტასტიკის ჟანრი ძირითადად გამოიყენება დამხმარე მედიუმად იმისთვის, რომ პოლიტიკური და სოციალური გზავნილები გაკეთდეს. ფილმში უამრავი ყურადსაღები ფაქტორია წამოჭრილი, თუმცა ის მაინც თავიდან ბოლომდე კომუნიკაციებზეა. იმაზე თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული სინტაქსი, გამოხატვის ფორმა და მიდგომა ნებისმიერი ტიპის კონფლიქტურ სიტუაციასთან, იქნება ეს პირადი თუ გლობალური, პოლიტიკური თუ რომანტიკული ხასიათის. მაგრამ პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი ტრიუმფი რასაც ვილნევმა მიაღწია, ის ფაქტია, რომ სიკვდილი, როგორც გარდაუვალი მოვლენა არა შიშის და გაქცევის, არამედ შთაგონების, გრძნობების მაქსიმალურად გაზიარების და სიცოცხლეში ინვესტირების კონსტრუქტორად აქცია.

 

 

 

 

 

1 2 3