მესამე ადგილზეა ედგარ რაიტის „კორნეტოს ტრილოგიის“ დასკვნითი ნაწილი „სამყაროს აღსასრული“ / The World’s End

სამყაროს აღსასრული საკმაოდ დაუფასებელი ფილმია. მასზე არავინ საუბრობს როგორც ღირსეულ “საიფაიზე” და როგორც კომედიურ ნამუშევრად ტრილოგიის ყველაზე სუსტ ნაწილადაა მიჩნეული. თუმცა “სამყაროს აღსასრული” დაკვირვებაა თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობაზე, ახალგაზრდული ვნებების და ზრდასრულობის კონფორმულობის ჭიდილზე, სამომხმარებლო საზოგადოების რუტინულ ყოფიერებაზე, წარმატებული ცხოვრების კაპიტალისტურ მოდელზე და მრავალ საინტერესო საკითხზე. და ამასთან ერთად ძალიან სასაცილოა. ალბათ ნახვა რომ შეძლებოდა, “სამყაროს აღსასრული” სორენ კირკიგორის საყვარელი ფილმი იქნებოდა.

მეორე ადგილზეა ჯონათან გლეიზერის მისტიური მშვენიერება სახელწოდებით „კანქვეშ“ / Under The Skin

გლეიზერი თავის მონუმენტურ ნაწარმოებში საზოგადოებრივ გაუცხოებაზე, გენდერულ პოლიტიკაზე, სექსუალობაზე, ემპათიის, როგორც ინსტინქტური მდგომარეობის და სოციალური კონსტრუქციის მოდელზე მეტაფორულად საუბრობს და ყველაფერს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლის თვალით აკვირდება. ფილმი ძალიან საინტერესო დაკვირვებაა იმ საკითხზე თუ რამდენად იცვლება გარემო კონტექსტთან მიმართებაში ადამიანური ურთიერთობები და ძალაუფლებრივი დამოკიდებულებები. METOO-ს მოძრაობის ხანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ფილმებისადმი ყურადღების გამახვილება, თუმცა სამწუხაროდ „კანქვეშ“ კვლავ მეინსტრიმული რადარების მიღმა რჩება.

 

 

 

1 2 3