მოგზაურობა მახსოვრობაში

იქნებ ცხოვრება კედლებია, აი, ეს კედლები,
რომელსაც უდის უცხო სუნი სველი კირისა,
ჩემში არ დარჩა სურვილები უწინდებური,
მე უკვე არსად აღარ მინდა მოგზაურობა,
და აღარც პური აღარ მინდა,  პურის ნაფშვენიც,
ჭიქა.  ტაბლა. ძველი ღვინო და ტაბლასთან ადამიანი.
როგორ მინდოდა, აღარ მინდა, არ მინდა, არა.
მე ვმოგზაურობ ახლა ჩემს ვრცელ მახსოვრობაში.

ნუთუ იმისთვის მივუახლოვდით ერთმანეთს ასე,
რომ მერე ერთხელ და უსასრულოდ დავშორებოდით,
ნუთუ იმისთვის მივუახლოვდით ერთმანეთს ასე,
რომ წაგვეშალა მერე გზები და ბილიკები,
ერთმანეთისკენ მავალი და ერთურთის მკვეთი.

საგნები. ღამე. ძველი ტაბლა და ტაბლასთან ადამიანი,
სადმე ქალაქის ყრუ სარდაფში ნასაღამოვებს…
არ მინდა, არა, აღარ მინდა,  ის, რაც მინდოდა,
მე ვმოგზაურობ ახლა ჩემს ვრცელ მახსოვრობაში.

1 2 3 4