პრინციპში, თქვენ თქვენი წიგნების სახით თაროებზე დაალაგეთ მთელი ეს ისტორია.

ალბათ ეს არ მოხდებოდა, რომ არა ნანას გარდაცვალება. ინგლისურში არის ასეთი სიტყვა Escapism, როცა რეალობა გაქვს ძალიან რთული და გაქცევა გინდა. ან ზღაპრებს კითხულობ, ან სერიალებს უყურებ… მე ავირჩიე სხვა გზა – წერა.  ეს იყო, რასაკვირველია, ისკეიპისტური,   და გამოვიდა კარგი საქმე.

რისთვის ღირდა და ღირს ცხოვრება ამ სამყაროში, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი მომავალში?

ცხოვრება – ალბათ სიყვარულის გამო, იმიტომ, რომ არსებოდა სიყვარული. თუ სიყვარული არ იქნებოდა და იქნებოდა მხოლოდ სიძულვილი და გულგრილობა, მაშინ არავითარი აზრი ამ სამყაროს არ ექნებოდა. ყველაფერი კარგი, რაც მას აქვს, დაფუძნებულია სიყვარულზე. მე ასევე ხშირად ვახსენებ თავისუფლებას – რასაკვირველია, თავისუფლება აუცილებელი პირობაა სიყვარულისა, საერთოდ, ბედნიერების. ასე, რომ ვეტყოდი: გასაკუთრებულად სათუთად მოექცნენ სიყვარულს და რაც შეიძლება,  დათრგუნონ სიძულვილი.

ჩვენ გზადაგზა ვისაუბრეთ შემთხვევითობაზე, მის ადგილზე თქვენს ცხოვრებაში.  და მაინც: იმაში, ვინც ხართ, რაც ხართ, ხშირი იყო შემთხვევითობის როლი, თუ თქვენ ამისთვის ბევრი იშრომეთ?

შემთხვევითობა პროცესში იყო და ზოგიერთის გარეშე შეიძლება არაფერი არ მომხდარიყო, მაგრამპირდაპირ გეტყვით, რომ მე აუარებელი ვიშრომე! ახლა სწორედ ეს მაგიჟებს: ვდგები დილით (თქვენ მკითხეთ სიბერეზე),  შევჭამ რაღაცას, მერე ვჯდები აი, აქ და არაფერს არ ვაკეთებ!  ასეთი რამე არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში! ყოველთვის, დღე არ გადიოდა ისე, რომ 14 საათი არ მემუშავა! არ ვიცი, რა იქნებოდა ეს მუშაობა: ის, ეს, ეს, ეს – ყველაფერი,  მაგრამ  14 საათი იყო ჩემი ნორმა მუშაობის. კი, მერე ვერთობოდი კიდეც, მე არ ვამბობ, რომ არ ვერთობოდი, მაგრამ სხვათაშორის იმ გართობაშიც ვეძებდი რაღაცას, რომ მესწავლა. მოკლედ, უშრომლად არაფერი არ გამოდის არასდროს, თუ თავი არ დადე.

  • თქვენ ეს საუკეთესოდ გამოგივიდათ!
  • მეტ-ნაკლებად…

 

 

 

1 2 3