*    *    *

 

ღმერთმა სამყარო ადამიანს  შემოაშენა.

ჩემმა ნაბიჯებმა გადათვალეს გასავლელი მანძილი,

ჩემმა თვალებმა – საბოლოოდ დაიანგარიშეს.

ვხედავ,

რომ ერთ ყლორტზე დამაგრებულა ამხელა ყვავილი

და ჩემს სუნთქვაზე ირწევა.

ასეთი ქარი სულ რამდენიმეწამიანია

და შემდეგ იცვლება-

ამოვალ და ჩავალ,

სანამ ბოლომდე არ გათენებულა,

სანამ ჩემი ყინული

ჩემივე სხივებით არ გამლღვალა,

დრო მდინარესავითაა –

მისივე ნაპოვნი დასავლეთისკენ მიედინება ,

მისი შენაკადები გამოცდილებებად შემოვიკრიბე.

ზღვაში ერთად ჩავედინებით,

ვინც მანამდე ცურვა ისწავლა –

უკვე დაღლილია

და მხოლოდ ზარმაცი თუ გადარჩება-

ღმერთმა სამყარო ადამიანებზე შემოაშენა

და შემდეგ სამყაროშივე დაისვენა,

თოთოეული ჩვენგანი მის წილ დაღლილობას ვატარებთ,

ადამიანები ღმერთის დაღლილობად გადავნაწილდით,

ჩვენი ჩრდილები ჩვენივე ტოტების ქვეშ მოზნექილა,

მსხვილი ვარჯი საიმედო თავშესაფარია,

რადგან საფრთხე მოიგონეს და მოწყენილობაც დამთავრდა,

ჩემს ზურგზე პირველი დამწერლობა ასე გაჩნდა,

მერე ვიღაცამ ამოიკითხა,

მერე სხვამ ექსპონატად წარმოაჩინა,

კიდევ სხვამ კი მუზეუმში შეინახა-

არ უხდება ადამიანს ამდენი აღმოჩენა და შენახვა,

წარსულის დავიწყება ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა,

რადგან ღმერთმა სამყარო ადამიანს შემოაშენა

და არავის ძალგვიძს რამე ვკითხოთ ამის შესახებ.

 

 

 

1 2 3 4