***

მე ვერ გავტეხე შენი ძილი შენი სიზმრები

ვერ ჩავანაცვლე ვერ გავშალე ფრთები ვერც ერთხელ

ყველა მცდელობა ფუჭი იყო გამოღვიძების

შენ მძინარესაც კი შეგეძლო ჩამოგეფერთხე

მტვრად ხმელ ფოთლებად და იმ საწოლს ახლა ვინ გაშლის

არ მახსოვს მაშინ კვირა იყო თუ პარასკევი

ახლა კი მახსოვს ამ დაწყევლილ ვნების კვირაში

როგორ არ გვანან პირველი და უკანასკნელი

ჩვენი ძილები ჩვენ შორის კი ორი სკამია

და მე არ ვიცი უბედური თუ ბედნიერი

ვდარაჯობ შენს ძილს ბოლო ორი თეთრი ღამეა

მივდივარ და ვგრძნობ უსაშინლეს სიცარიელეს

 

 

 

1 2 3 4