როდესაც შენ ტირი, შენზე უფრო გულნატკენი არავინაა.

როცა იღიმი, არავინაა შენზე გულწრფელი.

როცა თამაშობ – შენზე ცელქი;

როცა გძინავს – შენზე ლამაზი;

როცა იღვიძებ – შენზე ბედნიერი.

 

როდესაც მე ვტირი, შენ ვერ ხედავ.

როცა ვიცინი-ვტყუი.

როცა ვთამაშობ-ვაგებ.

როცა მძინავს- მესიზმრები.

როცა ვიღვიძებ- მინდა ძილი შევიბრუნო.

 

რაც ჩვენ წავაგეთ, ვიამაყეთ, ვიდრე მოგებით,

გირლიანდებით, ზეიმებით, სეფით, მათ შორის.

აქ მუსიკოსი მამებია, ბრძენი მოგვები,

ტექ.მარილს ყრიან. დაპნეული ღმერთმა გვაშოროს!

ამ საშინაო დავალებას ვიდრე მოყვები,

რომ მამაშენი დამტვრეული სათამაშოა,

 

გადასაწერად მიაწოდე თანამერხელებს

და ამ ერთხელაც არ გამიშვა, სახლში დამტოვე.

როგორმე ერთად მივაღწიოთ გვიან ესხერებს

და ჩვენ სახურავს უსახურმა თოვლმა ათოვოს.

 

ჩამქრალ ბუხარში ნაღვერდალი, სქელი პლედები,

დროგამოშვებით, დღეში სამჯერ, ზაზა თვარაძე.

მე კი , აღარ ვწერ, აღარ მძინავს- მხოლოდ ვბერდები.

დარაზეთ -მეთქი, დარაბები,

მეთქი, დარაზეთ!

 

მე შევაგროვე შემოდგომა, ნაჭრის შარვლებში.

ვსვამდი ბოშებთან, ალქაჯებთან, წითელ ცხენებთან.

გემის ანძიდან მიყვირია, არყით გალეშილს

– ხმელეთი!

 

სხვენზე მტრედები, აკვანი და სარდაფში- ვირთხა,

ჭერიდან ისე ბედნიერად იატაკს აწვიმს

და შენ მიკითხავ, უფრო სწორედ აპირებ ,მითხრა:

„პირველად იყო სიხარული და მერე ნამწვი“.

 

პირველად იყო სიხარული, მოთოვა ვიდრე.

ვეება იყო, უსაშველო, იყო ამხელა.

როცა ვბრუნდები დასავლეთში და ფეხებს ვითრევ,

გიტოვებ ბოთლებს, თუმცა გყოფნის თავზე საყრელად

შენი ბოთლებიც.

 

 

 

1 2 3 4