რომლებმაც შენ ზღირბლს წამოკრან ფეხი ,

ბრალი იმათი …

შენ ჩემი მზე ხარ ! შენ ჩემი მზე ხარ!

წადი და ინათე!

ცეცხლი წაუკიდე ფიჭვებს და ვერხვებს,

თავი იმართლე,

რომ ჩემი მზე ხარ , შენ ჩემი მზე ხარ,

მზე ხარ და ინათე!

ქალაქის მძევალს, სიტყვების მძევალს,

პირში მიახლი-

მე მისი მზე ვარ! მე მისი მზე ვარ!

და არა მოახლე!

მიწაზე ვწევარ, პირაღმა ვწევარ,

შენც ხომ იცოდი-

მე მისი მზე ვარ! მე მისი მზე ვარ!

უნდა ვიწვოდე

 

 

 

 

1 2 3 4