წერილი ბავშვობას

 

ძილი ხარ ჩემამდე არ მოსული,

შიში ხარ, რომელიც მამხნევებ.

მინახავს როგორ იგეშება

ქარი კალიების ძახილით.

მთელი მოგონების სიმდორედან,

მიყეფს ხეიბარი ცხელ ყურა.

მახსოვს პაპას სახეს სამდურავი

ჯინჭრის საბანივით ეხურა.

კბილი ხარ თაგვების საპოვნელი,

მებაღე, რომელიც გახელდა;

პირი და ხელები გაქონილი,

ღამით დათოვლილი მარხილი.

მოხდა გასტუმრება ბავშვობიდან,

მქონდა ოცნებები დაკემსილი,

უკვე მეზრდებოდა თითები და

უკვე დავცინოდი მაკასინებს.

ახლაც ნამცეცები მოვაბნიე,

მზისთვის ოღრო-ჩოღრო ნარაფელს,

ვიცი ჩვევა არის მავნებელი,

როცა გეუბნები – არაფერს.

 

 

1 2 3 4 5 6 7