რაც მინდა

 

მას ჰგონია გიყურებს,

გიყურებს და მის ნაცვლად შენ გეღრიცება ყბა.

ფერადი ჩურჩხელებით გათანგული

ახალი წლის მოლოდინი ხელის საფქვავით დავანაწევრე

და მოურიდებლად მოვაბნიე მშიერ ადამიანებზე ფიქრით

გაჯერებულ ერთჯერად შემწეობას,

შენ რომ გეკუთვნოდა და სხვას არა,

სხვას რომ ეკუთვნოდა და შენ ჯერ

ვერ მოიხვეჭე სათანადო ნდობა მათნაირების.

აღარ დავწერ თქვენთვის გაუგებარ აბსურდებს,

თქვენთვის გასაგებ ნაშრომებს ჩავალბობ

დორბლით ამოვსებულ სიამტკბილობაში,

ადგილმონაცვლეებს რომ იხრჩობთ ხელის გადახვევით,

მთელი შეგნებული ცხოვრება მრუდე თხრილივით

რომ გადაგცდათ და ასე შემდეგ.

მინდა გესაუბროთ რეზოლუციის მსხვერპლის სახელით,

მინდა გესაუბროთ ჩემთან მოსაუბრის სახელით,

მინდა გესაუბროთ ყველას სახელით,

ხშირად მინდა გესაუბროთ უსახელოდ.

თქვენთან საუბარიც აღარ მინდა.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7