***
ამ ლექსის თანავტორია შალვა ბაკურაძე
ყოველ გაზაფხულს ახალ გულს მიკლავ ახალ ფესვადგმულ გულს
ყოველ გაზაფხულს როცა სიკვდილი სიცოცხლესავით მძულს
ამ გაზაფხულსაც ოცდამეოთხე სართულით მოვდივარ შენთან
და უკითხავად ლიფტში შემოდის ფარული სევდა
რომ
არავინ მოვა შენთან არავინ
არ მოუსმენ ქალაქის ღმერთს
გულს დავუგდებ წვიმიან ქუჩებს
ვერავინ მოვა შენთან
ვერავინ
არც არავის ვურჩევ
გაშალოს აქ კარავი.
აქ ვისაც სურდეს
გარეთ დატოვოს სიტყვა სული და ხორცი
შენ დაასწარი ყველა მათგანი
სიცოცხლის ქორწილს
მე შიშში ვიშვი მაგრამ სიყვარულს მაინც არასდროს ვიშლი
და შიშში ვცხოვრობ
ჯერ სიკვდილის და მერე სიცოცხლის შიშში.
და
არავინ მოვა შენთან არავინ
არ მოუსმენ ქალაქის ღმერთს
გულს დავუგდებ წვიმიან ქუჩებს
ვერავინ მოვა შენთან
ვერავინ
არც არავის ვურჩევ
გაშალოს აქ კარავი.
