***

თავიდანვე გამოვრიცხე თავი იმათი რიგებიდან
ვინც თვლის რომ ცხოვრება შეუძლია
იარაღივით მქონდა მომარჯვებული საცოდავი სიკვდილი
რამდენჯერ დავიმუქრე რომ მოვკვდებოდი
თითქოს აუცილებლად ანგარიში უნდა გაეწიათ
და თუნდაც ცოტა ხნით გვერდზე გადაედოთ ფეხის ფეხზე გადადებები

როცა უსიყვარულობაში პირველად გამომიტყდა ჩემი შეყვარებული
მეგობარმა მითხრა რომ
ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა
და უნდა შევეგუო

ასე გამრავალფეროვანდა ჩემი ცუდადყოფნები
და გაივსო უცხოებით ჩემი საძინებელი
ვიჩუქე ძვირფასი მიცვალებულის ნივთები
და დავბრუნდი ქალაქში
რომელშიც დავკარგე სიყვარული
გარდა სიყვარულისა დავკარგე სურვილი
ვინმეს ჩემზე რაიმე კარგი ეფიქრა
და დავაკვირდი ადამიანებს
ფართო არ ყოფილა მათი ზურგები
უჩუმრად რომ მიაბიჯებდნენ წითელი კედლის ჩაყოლებაზე


მკვდრებისთვის რომ მეთქვა ცოტაც დაეცადათ
რომ ჩვენც დასასრულისკენ მივისწრაფით ?

 

 

 

 

1 2 3 4