***
სად დაისვენებ თავი სადამდე გეყოფა
გამონაკლისსაც თუ არ დაუშვებ არასდროს
იქნებ და ჯობდა შენც შიგადაშიგ გეყეფა
მათ შეუძლიათ ცხოვრება შემოგთავაზონ
მე შემიძლია რომ შენთან ერთად ვიცურო
მე შემიძლია ნაგავშიც ვიჯდე ყელამდე
მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ სიცრუე
მე შემიძლია ჩუმად ვიყო და ვღელავდე
თუნდაც ეს ქილა შიგთავსის ხმელი ნადებით
თუნდაც ეს კარი შემომესწავლა ზეპირად
იქნებ ბოლოჯერ სანამ არ დავიბადებით
არ ვიცით მაგრამ უეჭველია მკვდრები ვართ
ჩემი სიმძიმე და ნისლიანი წრიალი
ჩემი ყოველთვის არარსებულის მტკიცება
ჯოჯოხეთია შენ კი მარწმუნებ წრე არი
ისედაც ვიცი რომ არაფერი იცვლება