*
სიკვდილსაც რო ნატრობდე

მკვდარსაც ხო მაინც სიცოცხლისკენ გაგიწევს გული

ცოცხლებისკენ

 

*
ყველაფერს თავიდან დავიწყებ

ყველა დღესთან მივალ სადაც რამე წავაგე

ოღონდ ჩემო საყვარელო დედას გაფიცებ

მოდი მოდი სიყვარულით მომამარაგე

დრო ყველაფერს თვითონ აწყობს თვითონ ალაგებს

მოდი მოდი მოგიყვები იგავ-არაკებს

ოღონდ ჩემო საყვარელო დედას გაფიცებ

მელაპარაკე

მელაპარაკე

 

ყველაფერს ჩავიცვამ რაც გინდა

ყველა შუშის შენობიდან გამახსენდები

ისე მსურხარ პლეხანოვზე როგორც გაწვიმდა

შენი თმებით შენი სუნით სენტიმენტებით

აღარავის ვემხარები ვესაყრდენები

როგორ ელავს როგორ ბზინავს ეს სადენები

ყველაფერს ჩავიცვამ რაც გინდა

ყველა ღამით მეყვარები ყველა თენებით

 

 

*
ერთმანეთთან დარჩენის არაჩვეულებრივი დღეები

ჩემი დღე კი ყველა არაჩვეულებრივი გავხადე

მაშინ როცა უნდა მეგლოვა

და ვცხოვრობდი ზეიმში

 

 

1 2 3 4