სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #486; „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 12 500 (თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (დარიცხული).
  2. გადაწყვეტილება ძალაში შედის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  სამეურვეო საბჭოს 18.08.2020წ. #482 (ოქმი #427) გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენისა და მასთან, როგორც გენერალურ დირექტორთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.
დატოვე კომენტარი