სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #474; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ახალი ამბების წარმოება და მაუწყებლობისთვის საჭირო ტექნიკის და ახალი ამბების სტუდიების კამერების და აქსესუარების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის  2020 წლის -მაისის #586 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ ახალი ამბების წარმოება და მაუწყებლობისთვის საჭირო ტექნიკის და ახალი ამბების სტუდიების კამერების და აქსესუარების შესყიდვის მიზნით, კანონმდებლობის ფარგლებში, გამოაცხადოს შესაბამისი ტენდერები და ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.