სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #458; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ სატელევიზიო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 30 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის თანახმად და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის 2019 წლის 14 ნოემბრის #4318/03 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,

თანხმობა მიეცეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, კულინარიულ მეგა-შოუს,  „მასტერშეფი“ და სატელევიზიო სერიალის გარე წარმოების შესყიდვის მიზნით, შპს „ნოვა პროდექშენს“-თან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.