სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #449; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სესხის აღების მიზნით სს „თიბისი ბანკთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 02 აგვისტოს #425 გადაწყვეტილებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს მიეცა თანხმობა ტექნიკური გადაიარაღების განხორციელების მიზნით ფინანსური რესურსების მოსაზიდად სესხის აღებასთან დაკავშირებით დაეწყო შესაბამისი პროცედურები და სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 31 ოქტომბრის #437 გადაწყვეტილების საფუძველზე – გაეფორმებინა შეთანხმება სესხის ძირითად პარამეტრებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30 (1) მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, აიღოს სესხი და ამ მიზნით, სს „თიბისი ბანკთან“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.