სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #417; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 04.05.2018წ. N05-01/06/11358 წერილით გათვალისწინებული მიზნით გაასხვისოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე – მცხეთა, სოფ. წინამძღვრიანთკარი, საკადასტრო კოდი 72.04.10.285) და აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება