სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2022 წლის 9 მარტის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ 2022 წლის 2 მარტს გამოგზავნილ N325 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული საკითხის შესახებ მსჯელობა. საკითხი ეხება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე სამეურვეო საბჭის თანხმობის მიცემას, იმის გათვალისწინებით, რომ ჯამური თანხა აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30(1)-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე.

2. მიმდინარე საკითხები (სამეურვეო საბჭოს 4 წევრის მიერ მოთხოვნილ საკითხზე მსჯელობა, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის თანამშრომელთა მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ განცხადებაზე პასუხის გაცემას).