სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 21 მაისის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ  სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე (საკითხი ეხება ტექნიკის შესყიდვაზე თანხმობის მიცემას, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს)  მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების  მიღება;
  1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” 2019 წლის პერიოდის ფინანსური ანგარიშგების/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის, საგადასახადო აუდიტის და განხორციელებული შესყიდვების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტის (გარე აუდიტი) ჩატარებაზე სამეურვეო საბჭოს მიერ 2020 წლის 5 მაისს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
  1. მიმდინარე საკითხები.