სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 17 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2019 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენა;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირების შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოს სახელზე გამოგზავნილ N4655/03 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ საკითხზე (რომელიც ეხება სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. მომსახურების შესყიდვის ღირებულება აღემატება მაუწყებლის ბიუჯეტის ერთ პროცენტს და კანონის თანახმად საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას) მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
4. მიმდინარე საკითხები.