სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის მეორე კვარტლის ანგარიში

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მოუხდათ სამუშაო გარემოს შეცვლა და ადაპტირება ახალ რეგულაციებთან. ცხადია, მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია მედიაზეც. მისთვის დამახასიათებელი მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ზედმიწევნით ასრულებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ადგილობრივი შესაბამისი სტრუქტურების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, როგორც თანამშრომელთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო პირობების შეთავაზების, ისე ზოგადად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ხელშეწყობის კუთხით.