სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №393 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ 170 ცალი კომპიუტერის (ე.წ. „სამუშაო სადგურის”) ALL in one PC შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

16:55, 16.11.2017

საბჭომ იმსჯელა და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

მიეცეს თანხმობა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორს, ახალი „ნიუსრუმის“ კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის მიზნით სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შეისყიდოს 170 ცალი კომპიუტერი (ე.წ. „სამუშაო სადგური”) „ALL in one PC” (სავარაუდო ღირებულებით 211 650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისთვის), ამასთან დაკავშირებით გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულ პირთან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

Download Document
1TVPLAY