კონკურსი

დამწყებ კინორეჟისორთა ხელშეწყობის პროგრამა – „დებიუტი“

აცხადებს კონკურსს სადებიუტო დაბალბიუჯეტიანი, მოკლემეტრაჟიანი  მხატვრული  ფილმების 2020 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით (ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 26 წთ-ზე მეტი).

საკონკურსო  დოკუმენტაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს ელექტრონული სახით შემდეგ  მისამართზე: [email protected]

 

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

1.1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კინოსარეჟისორო მიმართულების დიპლომანტებს და კურსდამთავრებულებს.

1.2. კონკურსში განიხილება კინორეჟისორების მხოლოდ სადებიუტო მხატვრული ფილმების პროექტები (მეორე და შემდეგი პროექტები არ განიხილება).

 

დაფინანსება და ტექნიკური ბაზა

2.1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ეტაპობრივად, საწარმოო გეგმის შესაბამისი ეტაპის დასრულების თაობაზე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირ(-ებ)ის დასკვნის საფუძველზე.

2.2. ფილმების გადაღებისა და მონტაჟისთვის საჭირო ტექნიკურ ბაზას უზრუნველყოფს ის უმაღლესი სასწავლებელი, რომლის წარმომადგენელიც იქნება კონკურსში გამარჯვებული პირი;

 

ქრონომეტრაჟი

3.1. ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 26 წუთს. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია 26 წუთზე მეტი ქრონომეტრაჟის ფილმის კონკურსზე დაშვება, თუმცა დასაფინანსებელი პროექტის საბოლოო ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.

 

კონკურსის ტურები

4.1. კონკურსი ტარდება ორ ტურად:

  • პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს.

კომისია განსაზღვრავს იმ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისია.

პროექტები, რომლებიც არ გადავლენ მეორე ტურში, კონკურსს ეთიშებიან.

  • მეორე ტური გულისხმობს პროექტის ავტორის მიერ პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და საზოგადოებრივ მაუწყებელს წარუდგენს ნუსხას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

1. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები  (რომლებიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას)

2. კინორეჟისორის დიპლომის ასლი (დიპლომზე მუშაობის შემთხვევაში უნდა წარადგინოს სადიპლომო პროექტის ხელმძღვანელის რეკომენდაცია)

3. ბიო-ფილმოგრაფია და კოორდინატები

4. რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულო)

5. რეჟისორის ხედვა

6. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე)

7. პროფესიონალურად დაფორმატებული  ფილმის სცენარი

8. ფილმის ბიუჯეტი

9. ცნობა/თანხმობა უმაღლესი სასწავლებლიდან ფილმის ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის თაობაზე

10. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს

11. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები ან ასლები, ნოტარიულად დამტკიცებული)

 

შენიშვნა: პროექტის გამარჯვებულ მონაწილესთან ხელშეკრულება გაფორმდება, როგორც იურიდიულ პირთან.

 

ვადა

6.1. საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: [email protected] – 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020  წლის   17 თებერვლის  18:00 სთ-მდე.

6.2. საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტზე  ბეჭდური  სახით  2020 წლის  17 თებერვლის 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.

 

შეზღუდვები

კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა საკონკურსოდ.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციების გავლა მისამართზე: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ტელე-კინო ფაკულტეტი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40.

საკონტაქტო პირი: თინი ხუციშვილი

ტელეფონი: +995 592 17 55 44

ელ. ფოსტა: [email protected]

 

 

დამწყებ კინორეჟისორთა ხელშეწყობის პროგრამა – „დებიუტის“ დამფუძნებლები:

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – 1 არხი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

ქართული კინოს განვითარების ცენტრი