დებიუტი

პროექტის შესახებ

ეს პროგრამა შეიქმნა მათთვის, ვისაც აქვს საინტერესო შემოქმედებითი ხედვა, იდეები, მაგრამ ჯერ არ დაუგროვებია საკმარისი გამოცდილება და კინოწარმოების პროცესს უფრო თეორიულად იცნობს.

„დებიუტის“ ფარგლებში შესრულებული პირველი დამოუკიდებელი ნაწარმოები დამწყებ რეჟისორებს გამოცდილების დაგროვებაში  დაეხმარება და გზას გაუხსნის დიდი კინემატოგრაფისკენ .

სადებიუტო ფილმების კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ გააკეთონ სერიოზული შემოქმედებითი განაცხადი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე.