გადაცემაში საუბარია “პირველი არხის” სატელევიზიო და რადიო გადაცემებზე, რომლებიც თეატრალურ ცხოვრებას აშუქებდნენ და აშუქებენ დღემდე. ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება” მაგალითზე განხილულია, თუ რამდენად ართმევს თავს ერთადერთი პერიოდული გამოცემა თეატრალური ცხოვრების სრულყოფილად ასახვას.
სტუმარი: გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება” რედაქტორი.
წამყვანები: ეკა ტალახაძე და თამარ დადიანიძე.